top of page

ახალგაზრდული მუშაკი
ახალგაზრდული საქმიანობა - ახალგაზრდული მუშაკი არის ადამიანი, რომელიც გეგმავს და ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი თვითშეფასების გამომუშავებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას (როგორიცაა ემოციური გონიერება, სტრესმედეგობა, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდში მუშაობის უნარები და სხვ), კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესების ათვისებას. ამისათვის ვიყენებთ არაფორმალური განათლების პრინციპებსა და მეთოდებს. ამ სფეროში 1992 წლიდან ვარ ჩართული და მაქვს საინტერესო და სიღრმისეული გამოცდილება. ძირითადად ვმუშაობ მოზარდებთან 13+ . მუშაობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
bottom of page