
სესიები
"როცა ყველაფერს წაგართმევენ, როდესაც თითქმის აღარაფერი რჩება შენი კონტროლის სფეროში, შენ მაინც გრჩება უკანასკნელი ადამიანური თავისუფლება - თავად აირჩიო რა დამოკიდებულება გქონდეს იმის მიმართ, რაც შენს თავს ხდება."
ჩემს მორიგ ვიდეო სესიაში გიზიარებთ მენეჯმენტის გურუს სტივენ კოვის ერთ-ერთ თეორიას.
მეგობრებო, სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ დაფიქრდეთ ცოტა ხანი, რაზე ნერვიულობთ? რა გაღელვებთ? ან რაზე წუწუნებთ ხოლმე მეგობრებთან?
როგორც ქოუჩს და პიროვნული განვითარების ტრენერს, ხშირად მიწევს ისეთ ადამიანებთან მუშაობა, ვისაც უნდა ახალი უნარ ჩვევების ათვისება, ამიტომ ძალიან რელევანტურია თემა თუ რა გვიშლის ხელს ან/და რა გვეხმარება სწავლაში.
ჩემი სესიების მორიგი ვიდეო სწორედ იმის შესახებაა თუ როგორ ვსწვალობთ ადამიანები და როგორ ვითვისებთ ახალ უნარ-ჩვევებს. ცოდნა იმისა, თუ რა ეტაპებს გავდივართ, დაგეხმარებათ სასურველ შედეგამდე მისვლაში.